თბილისში, საბურთალოს რაიონში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საბურთალოს რაიონში, ბექას ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიზღუდება
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. თბილისში, ბექას ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, 26 აგვისტოს 24:00 საათიდან 27 აგვისტოს ჩათვლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მარშრუტების გათვალისწინებით:

N47 ავტობუსი ნუცუბიძის პირველი პლატოს მიმართულებით მოძრაობისას, პეკინის გამზირის ნაცვლად, შარტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება. კალანდაძის ქუჩის დახმარებით, დაუკავშირდება პეკინის გამზირს, რომლის შემდეგაც, მიცკევიჩის ქუჩაზე გადაინაცვლებს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის რომელ ქუჩებზე იმოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება

ავტობუსი N6 კანდელაკის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, რომლის შემდეგაც, კალანდაძის ქუჩის დახმარებით, პეკინის გამზირს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს;

ავტობუსი N58 ვაკის რაიონის მიმართულებით გადაადგილებისას, კოსტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისკენ გადაინაცვლებს, ჭაბუკიანის ქუჩის საშუალებით, ცინცაძის ქუჩას დაუკავშირდება, რომლის შემდგომაც, მოძრაობას დადგენილი მარშრუტით შეძლებს.

რაც შეეხება N17 მიკროავტობუსს, ის შარტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას კანდელაკის ქუჩის საშუალებით შეძლებს. შემდგომ, კალანდაძის ქუჩის გავლით, პეკინის გამზირს დაუკავშირდება და გადაადგილებას დადგენილი მარშრუტით შეძლებს.

მიკროავტობუსები N26 და N34 ჟვანიას მოედნიდან მოძრაობას შარტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს, რომლის შემდეგაც, კალანდაძის ქუჩით პეკინის გამზირს დაუკავშირდებიან.