თბილისი-სენაკის ავტობანზე მომხდარ ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიაში მოყოლილ მამაკაცს ავტობანზე კიდევ რამდენიმე გამვლელმა ავტომობილმა გადაუარა.
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

თბილისი-სენაკის ავტობანზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევის შემდეგ მამაკაცს ავტობანზე კიდევ რამდენიმე გამვლელმა ავტომობილმა გადაუარა.

თბილისი-სენაკის გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივია.