პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია. კორონავირუსის გამო ნუკი კოშკელიშვილმა მშობლების სახლში შვილთან ერთად გადმოინაცვლა. მისი ექიმი მეუღლე კი შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობს. ნუკი ქმრისა და ვაჟის ვიდეოსაუბრების სურათებს ხშირად აქვეყნებს. მსახიობი ქმრის მონატრებას ვერ ეგუება. ბოლო პერიოდის მანძილზე მისი პოსტები გახდომას აღარ ეხება. ნუკი კოშკელიშვილმა ემოციური მიმართვების გავრცელება დაიწყო.
„ინფლუენსერი“ მსახიობი ყვავილების ქართულმა ბრენდმა განსაკუთრებულად გაანებივრა. აღფრთოვანებულმა ნუკიმ რამდენიმე ვიდეო გადაიღო. ერთ-ერთი მათგანი გულის ამაჩუყებელი სიტყვებით იწყება. „დედას გეფიცებით, ამდენი ვარდი ცხოვრებაში ჩემთვის არავის არასდროს უჩუქებია! ისე მესიამოვნა, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!“ - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
საზოგადოებამ ახლა ყველასათვის ცნობილი ნუკი კოშკელიშვილი თავდაპირველად პოდიუმიდან გაიცნო. მოგვიანებით სამოდელო სფერო სამსახიობო კარიერამ წარმატებით ჩაანაცვლა. უცხო გარეგნობა და ქარიზმატული ხასიათი ნუკის დამახასიათებელი თვისებები გახდა. სითამამემ და დახვეწილმა სტილმა ყოფილ მოდელს უფრო მეტი ხიბლი შესძინა და მაყურებელი სულ უფრო და უფრო დააინტერესა. მოგვიანებით ამერიკაში მოულოდნელმა გათხოვებამ დიდი აურზაური გამოიწვია. ყველა ჭორსა და ინტრიგას ვარსკვლავმა მორიდების გარეშე უპასუხა. ახლაც სოციალური ქსელით უკავშირდება „ფოლოვერებს“ და მათ კითხვებს ვირტუალურ სივრცეში გულახდილად პასუხობს. მეუღლე სოციალური ქსელით გაიცნო. აღნიშნავს, რომ ამერიკაში გამგზავრება დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. გაფრენისას იმასაც კი უშვებდა, რომ აეროპორტში სხვა ადამიანი დახვდებოდა, მაგრამ მათი შეხვედრა ძალიან ემოციური და რომანტიკული აღმოჩნდა.