დიდი დაპირისპირება ოპოზიციაში ანუ ესენი სკამებს უკვე ვერ იყოფენ

არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი, თუმცა ერთ-ერთი გადამწყვეტი არჩევნების შავი პიარისა და დაპირისპირების მწვავე სუსხი ოპოზიციაში უკვე ნათლად ჩანს.
Sputnik

ასე მაგალითად, თუკი საპრეზიდენტო არჩევნების დროს გიორგი ვაშაძე ერთობ პერსპექტიული პოლიტიკოსი და ქვეყნის აღმაშენებელი იყო, ახლა ის „ნაცმოძრაობისათვის“ პირობის გამტეხი და შეთანხმებიდან გამსვლელი აღმოჩნდა.

„ნაცმოძრაობაში“ უკვე მსჯელობენ და ისნის რაიონში მას კონკურენტად სალომე სამადაშვილს ან ხატია დეკანოიძეს დაუყენებენ. მართალია, აქ სიტუაცია მეტად დაძაბულია და ვაშაძეს ბრძოლა პირველ რიგში სახელისუფლებო კანდიდატ კახა კახიშვილთან მოუწევს, რომელიც საზოგადოებაში საყოველთაო სიმპატიებით სარეგბლობს, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ გამარჯვებაზე მეტად, როგორც ჩანს, პარტიული ხმების გამრავლებაზე ფიქრობს, რადგან ისნის რაიონული ორგანიზაცია საკმაოდ ძლიერი,ხოლო ოლქი საკმაოდ ხალხმრავალია.

ვინ არიან „ლელოს“ მაჟორიტარები და შექმნის თუ არა „ქართული ოცნება" კოალიციას ხაზარაძესთან?

ასეა თუ ისე, „ნაცმოძრაობა“ კიდევ ერთ ულტიმატუმს უყენებს ოპოზიციას - წინასწარ განაცხადეთ, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში კოალიციაში არ შეხვალთ „ქართულ ოცნებასთანო“. აშკარაა, რომ იდეა უკრაინაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. მან შესანიშნავად იცის, რომ უმრავლესობა - 39 პროცენტია თუ 52, მაინც „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის და ამ ინიციატივით, ასე თუ ისე, როგორც ჩანს, პარტიების შებორკვა სურთ, რომ კოალიცია ვერ შეიკრას, თუ ის საერთოდ საჭირო გახდა.

მეორე მხარეა, რომ დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი უკვე ღიად აცხადებს, რომ ისინი „საქართველოს ხელისუფლებისაგან“ კოალიციურ მთავრობას ელოდებიან. თავად ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ თანამშრომლობას „პატრიოტებთან“ და „ევროპელ დემოკრატებთან“, თუმცა ნათელაშვილის ოფისში ბოკერიას დაჯგუფება მაინც აპირებს დეკლარაციაზე ხელმოწერას ორშაბათს. ამ განცხადებებს აბსურდულს უწოდებს და პროცესში მონაწილეობას არ აპირებს „ლელო“ და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები.

არჩევნები 2020: რა ხდება ოპოზიციურ პარტიებში

ოპოზიციის ინიციატივა, არ მიიღოს მონაწილეობა კოალიციის შექმნაში, აშკარად ერთ-ერთი წინაპირობაა იმისათვის, რომ არჩევნები ისევ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირების ნიშნით, ხოლო შემდგომი პროცესები - რევოლუციური სცენარით განვითარდეს. ასეა თუ ისე, ძალიან მალე საარჩევნო კამპანია უკეთ გამოკვეთს, ვინაა დაინტერესებული ქვეყნის განვითარებით და ვინ - დესტრუქციული პროცესებით.