ავარია ბათუმში: ავტომობილი ფეხით მიმავალ ოთხ გოგონას შეეჯახა

Mercedes-ის მარკის ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. ბათუმში ავტომობილი ქვეითებს შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, იუწყება ადგილიდან Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ფონიჭალაში საზარელ ავარიაში დამნაშავე 25 წლის ქალი მძღოლი დააკავეს

კორესპონდენტის ინფორმაციით, Mercedes-ის მარკის ავტომობილი ჯერ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ - ფეხით მიმავალ ოთხ გოგონას, მერე კი ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია“.