ლავროვი: საქართველოში ფრენების აღდგენა ახლო მომავლის საქმეა

არანაირი შეზღუდვა რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარებასთან დაკავშირებით არა აქვს, ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. მინდა იმედი მქონდეს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლება ახლო მომავლის საკითხია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდთან“ (Труд) ინტერვიუში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა გასულ წელს საქართველოში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟისა და ამის გამო საპროტესტო აქციების საპასუხოდ აკრძალა (2019 წლის 8 ივლისს).

„ეს მისასალმებელია“ - აბაშიძე რუსეთთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ

„მინდა იმედი მქონდეს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა ახლო მომავლის საკითხია. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვითარებას საქართველოში, რა თქმა უნდა, ველოდებით სანიტარულ–ეპიდემიური ვითარების ნორმალიზებას რეგიონში და მსოფლიოში, რეგულარული ავიარეისების გახსნას სხვა მიმართულებებზე“, – განაცხადა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარების მხრივ არანაირი შეზღუდვები არა აქვს, „ეს თბილისში ამჟღავნებენ არათანმიმდევრულობას და პერიოდულად ანტირუსულ კარტს ათამაშებენ“.

„ამასთან, რუსეთში უცვლელად ემხრობიან ურთიერთმომგებიან და მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან. დარწმუნებული ვართ, სწორედ ამაში მდგომარეობს ორი ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესები... ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს 2012 წელს სამთავრობო ალიანსის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ კურსს ორმხრივი ურთიერთობების მოგვარების თვალსაზრისით. ჩვენი დებულებაა – რაც მეტი ნორმალიზაცია, მით უკეთესი“, – განაცხადა ლავროვმა.

როდის გაიხსნება საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარი?

როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რუსეთში ასევე იმედოვნებენ, რომ მალე აღდგება პანდემიის გამო შეწყვეტილი როგორც კარასინი–აბაშიძის დიალოგის ფორმატი, ისე ჟენევის დისკუსიები.

„ვფიქრობთ, რომ შეიძლებოდა უფრო აქტიურად გამოგვეყენებინა ასევე თბილისსა და მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული ინტერესთა სექციების პოტენციალი“, – განაცხადა ლავროვმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთს ამჟამად საქართველოს საგარეო ვაჭრობაში მყარად უკავია მეორე პარტნიორის პოზიცია.

„რუსეთს დღეს მყარად უკავია მეორე სავაჭრო პარტნიორის პოზიცია (თურქეთის შემდეგ) საქონელბრუნვის საერთო მოცულობით – 1,33 მილიარდი დოლარი (2019 წ.). სწორედ რუსეთში ახდენს თავისი ღვინის ორი მესამედის წარმატებით რეალიზებას საქართველო. რუსეთი კვლავ ლიდერია კერძო ფულადი გადარიცხვების მხრივ საქართველოში – დაახლოებით 430 მლნ დოლარი გასულ წელს“, – განაცხადა ლავროვმა.

მოსკოვი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია>>

მან აღნიშნა, რომ „ჩვენ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების სასარგებლოდ ცალსახად გამოდიან ასევე რუსი ტურისტებიც“, მათმა წვლილმა 2019 წელს ეკონომიკურ თანამშრომლობაში 1,5 მლნ დოლარი შეადგინა.