ზელენსკი: COVID-19-ით ინფიცირებულთა ზრდა უკრაინის მედიცინას კოლაფსამდე მიიყვანს

კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ უკრაინაში 100 ათასს გადააჭარბა, დღეში უკვე 2 ათასზე მეტი ადამიანი ინფიცირდება.
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის შემდგომი ზრდა უკრაინის სამედიცინო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს, რომლის წინაშეც სახელმწიფო უძლურია, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პარასკევს ბრიფინგზე.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს აპარატის კოროვირუსის გავრცელების მონიტორინგის სისტემამ პარასკევს განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ბოლო ერთი დღის განმავლობაში 2106-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი.

„ჩვენ ამ ტალღაზე უკვე 2 ათასზე მეტი ვართ (ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევები დღეში - რედ.), ეს ძალიან საშიშია... ჩვენ ხომ არ შეგვიძლია... მხოლოდ ინფექციური საავადმყოფოების აშენება და იქ საწოლების დადგმა და ყველა საავადმყოფოს გადაიარაღება (ინფექციურად - რედ.). ამიტომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ჩვენთვის უბრალოდ მთლიანად შეაჩერებს მედიცინას და სახელმწიფო ვერ შეძლებს ვერაფრის გაკეთებას“, – განაცხადა ზელენსკიმ ნიკოლაევის ოლქში ვიზიტის დროს. ტრანსლაცია Facebook-ზე პრეზიდენტის ოფისს მიჰყავდა.

რატომ ინფიცირდებიან ადამიანები კორონავირუსით განმეორებით – მეცნიერთა განმარტება

მან უკრაინელებს მოუწოდა, რომ იყვნენ ფრთხილად და ატარონ ნიღბები. მისი თქმით, განსაკუთრებით ეს ეხება მორწმუნეებს, რომლებიც ეკლესიებს სტუმრობენ, ასევე მათ, ვინც ქორწილში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში წასვლას გეგმავს.

უფრო ადრე უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 100 643 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 207 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 51 078.

11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კოროვირუსული ინფექციის, COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ჯანმოს უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში გამოვლენილია ინფიცირების 22,2 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 782 ათასზე მეტი ადამიანი.