COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი მსოფლიოში – 20 აგვისტოს მონაცემები

გასულ დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 200 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი ათასზე მეტი ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 აგვისტოს დილისთვის 21 989 366 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 775 893, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 11 758 006 ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 3 841 452. ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 213 391 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 644 ადამიანი.

კორონავირუსს „ფეხები“ აქვს: მეცნიერებმა COVID-19-ით ინფიცირების მექანიზმი გამოავლინეს

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 22 328 069 შემთხვევა და გარდაცვლილია 786 303 ადამიანი.

საქართველოში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 1370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1108, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.