თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. სენაკში 16 აგვისტოს მომხდარი ძარცვის ფაქტზე 22 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებულ განცხადებაში.
ბრალდებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 83 წლის ქალი გაძარცვა და მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, სენაკში დააკავა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნაძარცვი ნივთები ამოიღეს, ასევე ამოღებულია 1 ცალი რევოლვერი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
სენაკში ერთ-ერთი ოჯახი გაძარცვეს >>
გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ძარცვას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.