თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 42 056-ს მიაღწია, იუწყება Sputnik-სომხეთი დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.
24 საათში მატებამ 210 შეადგინა.
საერთო ჯამში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა 833 ადამიანი (პლუს 1 გასულ დღე-ღამეში). კორონავირუსის დიაგნოზის მქონე, თუმცა სხვა მიზეზების გამო გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა შეადგენს 249 -ს (პლუს 4 გასულ დღე-ღამეში).
გამოჯანმრთელდა 35 226 ადამიანი. მკურნალობას გადის 5 748 პაციენტი. ქვეყანაში სულ 188 567 ტესტი ჩატარდა.
სომხეთში მარტიდან 11 სექტემბრამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. პირბადეების ტარების რეჟიმი შერბილებულია. დაიშვა შეკრებები და მიტინგები, ასევე ღონისძიებების გამართვა ეპიდსაწინააღმდეგო ნორმების დაცვით.