ლუკაშენკოს ვაჟის „მოჩვენება“ ქართულ სოციალურ ქსელებში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი, რომელმაც ქართულ ოპოზიციაში ემოციების აფეთქება გამოიწვია, ნამდვილად გაფრინდა მინსკში და იქ ბელარუსში საქართველოს ელჩი ჩაიყვანა.
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქართული სოციალური ქსელები ვერა და ვერ მშვიდდება – სამთავრობო თვითმფრინავის მინსკში გაფრენამ, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან განმარტებისა, უამრავი ჭორი გამოიწვია.

ყველაზე პოპულარული თემაა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა თავშესაფარი მიეცა მისი ვაჟის – ნიკოლაისთვის.

Facebook-ის ქართულ სეგმენტში მომხმარებელი აქტიურად განიხილავს ფოტოს და ამტკიცებს, რომ ეს ფოტო თბილისის აეროპორტის VIP–ზონაში ნაცნობმა გადაიღო.

ლუკაშენკოს ვაჟის „მოჩვენება“ ქართულ სოციალურ ქსელებში

„Sputnik–ბელარუსმა“, ქართველი კოლეგების თხოვნით, ამოიცნო, თუ სად და როდის არის ფოტო გადაღებული: ორშაბათს, 17 აგვისტოს მინსკის ერთ-ერთ ქარხანაში. ფოტოზე ჩანან თავად ალექსანდრ ლუკაშენკო, მისი ვაჟი, პარლამენტის უმაღლესი პალატის სპიკერი და ქარხნის ხელმძღვანელობა.

ზურაბიშვილი მინსკში არ ყოფილა – პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გავრცელებული ხმები უარყო

საგარეო უწყება კი აცხადებს, რომ თვითმფრინავმა მინსკში ბელარუსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვალერი კვარაცხელია ჩაიყვანა.

საგარეო უწყებამ ასევე მიუთითა საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, თუმცა თავი შეიკავა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე – საპროტესტო აქციებზე კომენტარისგან.

„იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.