მსოფლიო დღეს

ბელარუსის მთავრობა გადადგა

ბელარუსის მინისტრთა კაბინეტი მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტად ალექსანდრ ლუკაშენკოს ახლად არჩევასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად, რესპუბლიკის მთავრობა გადადგა, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“.

პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ უკვე გამოსცა დადგენილება: „შეუწყდეს უფლებამოსილება ბელარუსის მთავრობას ახლად არჩეული პრეზიდენტის წინაშე“.

ევროკავშირი ბელარუსის ხელმძღვანელობას სანქციებს  დაუწესებს>>

ამავდროულად პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად მთავრობა გააგრძელებს მუშაობას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე. მანამდე ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებდა, რომ მოქმედი მთავრობის შემადგენლობა არჩევნების შემდეგ უცვლელი დარჩებოდა.

ბელარუსში მასობრივი პროტესტის კოორდინატორები დააკავეს

მიმდინარე წლის მაისში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარებამდე მთავრობის შეცვლა სურს. იმ დროს მოქმედი მთავრობის მეთაურმა სერგეი რუმასმა 26 მაისს გადადგომის შესახებ განაცხადა. ახალი პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო გახდა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80 პროცენტზე მეტი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა სვეტლანა ტიხანოვსკაია (10,12%). ოპოზიცია კენჭისყრის შედეგებს არ ცნობს და პროტესტის ნიშნად ქვეყანაში უკვე მერვე დღეა აქციები იმართება.

ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მზადაა გახდეს ქვეყნის ეროვნული ლიდერი რესპუბლიკაში ახალი არჩევნების ჩატარებამდე.