აზერბაიჯანმა საქართველოში ელჩი შეცვალა

დურსუნ ჰასანოვი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ფაიგ გულიევმა ჩაანაცვლა.
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ორშაბათს, 17 აგვისტოს ხელი მოაწერა საქართველოში ფაიგ გულიევის აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნის განკარგულებას, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

აზერბაიჯანმა საქართველოში ელჩი შეცვალა

მეორე განკარგულებით გულიევი გათავისუფლდა აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან.

აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში 2016 წლიდან დურსუნ ჰასანოვი იყო. ქვეყნის მეთაურის განკარგულებით ის თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა.