ახალი კამპანია აჭარაში: იმისთვის, რომ ტურისტული სეზონი უსაფრთხოდ ჩატარდეს

ახალგაზრდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გავრცელებისა და ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით იმუშავებენ.
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩასატარებლად წითელ ჯვართან ერთად აჭარაში ახალი კამპანია დაიწყო, რომელშიც მოხალისეებიც ჩაერთვებიან, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ წითელი ჯვრის საზოგადოებაში.

ახალგაზრდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გავრცელებისა და ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით იმუშავებენ.

ნონა ეფაძე - ქობულეთში შესაძლოა „ჰავანას“ კლასტერი გაიზარდოს>>

მოხალისეებს წითელი ჯვარი გადაამზადებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტთან ნათია ლოლაძესთან ერთად პანდემიის პერიოდში მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა.

ეპიდემიოლოგი: ზაფხულის სეზონს ქობულეთში არაფერი ემუქრება

ღონისძიებაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი და მოხალისეები იღებდნენ მონაწილეობას.

„ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რითიც ვამაყობთ. ყველამ ერთად შევძელით, რომ ახალგაზრდობას რეგიონში სხვა იმპულსი, სხვა დინამიკა მისცემოდა. წითელ ჯვართან ერთად დღეს ოფიციალურად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დაეხმარება ტურისტული სეზონის წარმატებით და უსაფრთხოდ ჩატარებას“, – განაცხადა რიჟვაძემ, იუწყება „პირველი არხი“.

ახალგაზრდული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად პანდემიის პერიოდში მოხალისეობრივ და საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს და მათი ძალისხმევით უკვე 30 ათასზე მეტ ოჯახს გაეწია დახმარება სასურსათო კალათებით, ასევე მედიკამენტებით.

ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ: მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად აქცია აქტიურად გრძელდება>>

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონთა ასამბლეამ და ხმელთაშუა ზღვის კავშირის ქვეყნებმა აჭარა პანდემიის განმავლობაში ევროპაში ახალგაზრდული მოხალისეობის წარმატებულ მაგალითად აღიარეს.