სენაკში ერთ-ერთი ოჯახი გაძარცვეს

რამდენიმე თავდამსხმელი დილის საათებში სახლში შეიჭრა, სადაც მათ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ასაკოვანი ქალი დახვდათ.
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. სენაკში საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ვაგზლის მოედანზე მამაკაცი მოკლეს: საქმე ცხელ კვალზე გახსნეს

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე თავდამსხმელი დილის საათებში სახლში შეიჭრა, სადაც მათ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ასაკოვანი ქალი დახვდათ. ჯერჯერობით არ ხმაურდება, რა წაიღეს დამნაშავეებმა.

ადგილზე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 178-ე მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს.