ნანუკა ჟორჟოლიანი დამაინტრიგებელი განცხადებების გაკეთებას არ წყვეტს. ბევრისათვის საყვარელი ტელეწამყვანი მაღალი რეიტინგით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ძველმა გადაცემამ სახე იცვალა და ახლა სულ სხვა, უფრო მძიმე და უფრო მეტად სოციალური თემების განხილვაზე გადავიდა, რეიტინგის შენარჩუნებას როგორც სატელევიზიო, ასევე ინტერნეტ სივრცეში შეუდარებლად ახერხებს. ნანუკა ახალ თოქ-შოუში ისეთ გმირებს იწვევს, რომლებიც ადამიანებს ერთი პრობლემის გარშემო აერთიანებენ. აღსანიშნავია, რომ გარდა გადაცემებისა, ტელეწამყვანი სოციალური ქსელის „ლაივ-ტრანსლაციებს“ იყენებს და ცხოვრებისეულ გამოწვევებზე საჯაროდ საუბრობს.
ყველა დედას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს შვილების მიმართ, შვილებისთვის კი დედები არიან ყველაზე სათუთი და ფაქიზები. ნანუკამ პირველი ქალიშვილი ადრეულ ასაკში გააჩინა. სტუდენტობის პერიოდში ლექციებს მარიამ გეგუჩაძესთან ერთად ესწრებოდა. სწორედ ის არის პოპულარული ჟურნალისტის პირველი სიყვარული და მისი ადგილი უცვლელია.
ნანუკას პირველი ქალიშვილი და მეორე ვაჟი საბა კოდუა უახლოესი მეგობრები არიან. მათ ასეთ და-ძმურ დამოკიდებულებაზე ნანუკამ წლების წინ იზრუნა. დედა და შვილები ყოველთვის ერთად მოგზაურობენ. მონატრებული შვილი ნანუკამ ბავშვობის სურათებით გაიხსენა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მარიამი დედას ძალიან ჰგავს. ის საფრანგეთში სწავლობს და დედა მასთან ხშირად არდადეგებზე ჩადის.
18 წლის ასაკში, როცა ნანუკა პირველ შვილზე - მარიამზე იყო ორსულად, იგი მეუღლეს დაშორდა. ტელეწამყვანის პირველი ქმარი ნიკოლოზ გეგუჩაძეა. მარიამს მამასთან და მის ახალ ოჯახთან კარგი ურთიერთობა აქვს. მამის მხრიდან მარიამ გეგუჩაძეს ორი უმცროსი ძმა ჰყავს.