ყვითელი ამბები

როგორ შეიცვალა ნანუკა გუდავაძის და ბერა ივანიშვილის ცხოვრება დაქორწინების შემდეგ - ვიდეო

თუ ქორწინებამდე ბერა ივანიშვილი შეყვარებულს ნანუკა გუდავაძეს სიმღერებს უძღვნიდა, ოჯახურ ამპლუაში ნანუკა ძირითადად დივანზე ხან მობილურით, ხან ლეპტოპით ზის და მის ფონზე ბერა როიალზე მეცადინეობს. წყვილს შორის ურთიერთობა გახუნდა?
Sputnik

მუსიკოს ბერა ივანიშვილის და მოდის ბლოგერ ნანუკა გუდავაძის ერთობლივი სახალისო ვიდეო TikTok-ზე გამოქვეყნდა, სადაც მათი ურთიერთობა ქორწინებამდე და მის შემდეგ რამდენიმე წამშია ასახული. ვიდეო, რა თქმა უნდა, იუმორისტულადაა გადაღებული, სადაც ჩანს, რომ ქორწინების შემდეგ ბერა მეუღლეს თითქოს ყურადღებას აღარ აქცევს და ნანუკამაც მოიწყინა. ეს რეალობა ძნელად შეესაბამება ალბათ სიმართლეს, რადგან სხვა ვიდეოებში წყვილი ძალიან ბედნიერი ჩანს. ისინი იმპროვიზაციას მუდმივად მიმართავენ და თითქმის ყოველდღე ახალ-ახალი ვიდეოები ჩნდება მათ TikTok-ზე.

მათ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოში ბერა მამასთან ერთადაც კი ცეკვავს. შემდეგ ბერამ დედა და ძმაც გამოაჩინა. კორონავირუსის პანდემიისას სოციალური პლატფორმა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ მოდას და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი. ამასთან, წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს.

ვიდეოებში მათი ვაჟი - ბერუკაც ხშირად მონაწილეობს, რომელიც ცნობილ წყვილს 2019 წლის ნოემბერში შეეძინა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოცქსელებში. ისინი ორი წლის წინ დაქორწინდნენ და ერთ-ერთ პოპულარულ წყვილად ითვლებიან საქართველოში. ცოტა ხნის წინ ბერამ ახალი ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ოჯახი გადაღებებს დიდ დროს უთმობს.