COVID-19 - ბოლო ცნობები

ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალში შეიყვანა

ეს ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოდან სამშობლოში დაბრუნდებიან, ორკვირიანი იზოლაციის გავლა არ მოუწევთ.
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა. ასეთი ქვეყნებიდან დაბრუნებული ისრაელის მოქალაქეები ორკვირიან იზოლაციას აღარ გაივლიან. ამის შესახებ იუწყება „პირველი არხი“ ისრაელის მასმედიაზე დაყრდნობით.

უკრაინამ საქართველო „მწვანე ზონის“ ქვეყნების სიაში დააბრუნა

ისრაელი საჰაერო სივრცის სხვა ქვეყნებისთვის გახსნას, სავარაუდოდ, 16 აგვისტოდან გეგმავს. ამ ეტაპზე ავიამიმოსვლის გახსნა სხვა ქვეყნების მოქალაქეების ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას არ ითვალისწინებს.

საქართველოსთან ერთად ისრაელმა „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალში შეიყვანა ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰონკონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია.

საქართველო „მწვანე ქვეყნების“ ნუსხაში ცოტა ხნის წინ უკრაინამაც შეიყვანა.