ტურიზმი პანდემიის დროს: რამდენმა სასტუმრომ მიიღო მუშაობის ნებართვა

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მუშაობის ნებართვის მისაღებად ბიზნეს-ობიექტებმა მკაცრი წესები უნდა დაიცვან.
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ამ დროისათვის საქართველოში ინსპექცია კორონავირუსის საწინააღმდეგო რეკომენდაციების შესაბამისობაზე ჩატარდა 2 964 სასტუმროში. მუშაობის ნებართვა მისცეს 1 454 ობიექტს, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.

„ფოტოგრაფები საქართველოსთვის“: დაიწყო პროექტი შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის>>

მისი თქმით, შემოწმებები ტარდება ფიტნეს-კლუბებსა და საცურაო აუზებშიც, რომლებიც ასევე შრომის ინსპექციის დადებითი დასკვნის საფუძველზე მუშაობენ.

Lonely Planet: საქართველო ციფრული და მზარდი ტურისტული მიმართულების ცენტრად ყალიბდება

„ფიტნესის მიმართულებით შემოწმებულია 297 დარბაზი, რომელთაგან ნებართვა გაიცა 166-ზე. აუზებს რაც შეეხება, შემოწმებულია 140 აუზი და ნებართვა 91 მათგანზე გაიცა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

იმისთვის, რომ ობიექტს მუშაობის დაწყების ნებართვა მიეცეს, დაცული უნდა იყოს ძირითადი რეკომენდაციები: დისტანციის დაცვა, დეზინფექცია, თერმოსკრინინგი. ეს მოთხოვნები განსხვავებულია ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბიზნეს-ობიექტებს აფრთხილებენ, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში – აჯარიმებენ.

თურნავა: ქუჩებში შევძლებთ მონატრებული უცხოელი ტურისტების დანახვას>>

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე ჯარიმის ოდენობაა 10 ათასი ლარი იურიდიული პირებისთვის და 2 ათასი ლარი – ფიზიკური პირებისთვის.