„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რეიტინგების ლიდერია – კიდევ ერთი გამოკითხვა

პარტიების რეიტინგში „ოცნების" შემდეგ მეორე ადგილზე ყოფილი მმართველი ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მზადაა, საპარლამენტო არჩევნებზე მხარი მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დაუჭიროს. ამაზე მეტყველებს ტელეკომპანია Rustavi 2-ის დაკვეთით კვლევითი კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

გამოკითხვის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს, მმართველ პარტიას ხმას გამოკითხულთა 52% მისცემდა.

საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს – IRI-ს გამოკითხვა>>

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმას გამოკითხულთა 19% მისცემდა. მესამე ადგილი, ტრადიციულად, პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დაიკავა 8%-ით.

რა აღელვებს ქართველ ხალხს და ვისი სჯერა არჩევნების წინ - გამოკითხვა

შემდეგ მოდიან პარტიები: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4% და სხვ.

არჩევნებზე წასვლისთვის მზადაა გამოკითხულთა 65%, კიდევ 13%-მა უპასუხა, რომ დიდი ალბათობით წავა. კიდევ 13 პროცენტი ეჭვობს, წავა თუ არა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 8%-მა განაცხადა.

კომპანიამ 2–22 ივლისის პერიოდში სულ გამოკითხა 1,2 ათასი ადამიანი. გამოკითხვის ცდომილება ცნობილი არ არის.

სხვა გამოკითხვები

კომპანია Survation-ის ივლისის გამოკითხვა ამ ზაფხულს ჩატარებული უკვე მესამე გამოკითხვა იყო. ყველა დანარჩენი გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტია პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მას „ნაცმოძრაობა“ მოსდევს.

პარტიაEdisson Research-ის გამოკითხვაIRI-ს გამოკითხვაSurvation-ის გამოკითხვა
„ქართული ოცნება"39%33%52%
„ნაცმოძრობა"16%16%19%
„ევროპული საქართველო"5%5%8%
„პატრიოტთა ალიანსი"3%3%5%
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“3%3%4%
„ლელო საქართველოსთვის“3%2%5%