მეცნიერებმა ადამიანების სიკვდილის პროგნოზირება თვალებზე დაკვირვებით ისწავლეს

აღმოჩნდა, რომ თვალის გუგის ყურადღებით გამოკვლევა ხშირად გამოიყენება პაციენტთა დიაგნოზისთვის ალცჰაიმერის, პარკინსონის დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. თვალის გუგის ზომამ შეიძლება გულის უკმარისობის მქონე ადამიანებში სწრაფი სიკვდილის რისკის შესახებ მიუთითოს. ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები კვლევის შედეგად, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში ESC Heart Failur.

როგორ შევამციროთ კორონავირუსით ინფიცირების რისკი: ნაპოვნია ყველაზე მარტივი ეფექტური ხერხი

გამოცემის თანახმად, ექიმებმა გულის დაავადებების მქონე პაციენტთა ჯგუფი (870 ადამიანი) შეისწავლეს. მოგვიანებით ექსპერტებმა ისინი დიდი და პატარა გუგის მქონე ადამიანთა კატეგორიებად დაყვეს. ამის შემდეგ ექიმებმა მათზე დაკვირვება დაიწყეს, რაც ორი წელი გაგრძელდა.

აღმოჩნდა, რომ გულის უკმარისობის მქონე პაციენტები, რომელთაც ვიწრო გუგა ჰქონდათ, მინიმუმ ორჯერ უფრო ხშირად იღუპებოდნენ, ვიდრე ისინი, რომელთაც გუგის დისკო უფრო დიდი ზომის აღენიშნებოდათ. ამიტომ პირველები თითქმის 50%-იანი ალბათობით ისევ საავადმყოფოში ხვდებოდნენ, ხოლო ფართოგუგიანი პაციენტები – მხოლოდ 28%-იანი ალბათობით.

„ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გუგის ფართობის გაზომვა შეიძლება იყოს ახალი არაინვაზიური მეთოდი გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობის შესაფასებლად“, – ციტირებს ჟურნალი მეცნიერების სიტყვებს.

ვინ ბერდება უფრო სწრაფად: მეცნიერებმა პირდაპირი კავშირი დაადგინეს>>

გუგის გამოკვლევა ხშირად გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტების მდგომარეობის დიაგნოსტირების, აგრეთვე პარკინსონის დაავადების, შაქრიანი დიაბეტის დროს და სხვ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჯანმრთელობის რისკების განსაზღვრის ეფექტური არაინვაზიური მეთოდების ძიება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ექიმებისთვის.