თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპარლამენტო არჩევნების და სკოლებში სასწავლო პროცესის გადატანის ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს.
საზოგადოება მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიას ზეგავლენის მოხდენა გარკვეულ პროცესებზე შეუძლია, მათ შორის 31 ოქტომბრისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე და 15 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებაზე.
„დღეის მდგომარეობით, არანირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს. ასევე, არ არსებობს არანირი საფუძველი არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილებაზე სასაუბროდ“, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.
ამ შეშფოთებას თავისი მიზეზი აქვს - ჯერ სვანეთში, შემდეგ ყაზბეგში კორონავირუსის აფეთქება. COVID-19-ის შესაძლო მეორე ტალღის შესახებ ქართველი ეპიდემიოლოგებიც საუბრობენ.
ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 1 278-ს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 258, ხოლო 17 გარდაიცვალა.