მსოფლიო დღეს

ბელარუსის პრეზიდენტობის ექს–კანდიდატმა მომხრეებს მოუწოდა, პროტესტზე უარის თქვან

ქსელში პრეზიდენტობის კანდიდატის ვიდეომიმართვა გამოჩნდა, სადაც ის თანამემამყლეებს მოუწოდებს, არ დაუპირისპირდნენ მილიციას და არ გავიდნენ მოედანზე, რათა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდონ
Sputnik

თბილისის, 11 აგვისტო – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მოქალაქეებს მოუწოდა, უარი თქვან არასანქცირებულ საპროტესტო აქციებზე გასვლაზე. შესაბამისი ვიდეო მიმართვა ქსელში სამშაბათს გავრცელდა, იუწყება Sputnik–ბელარუსი.

გაუგებარია, სად და როდის არის გადაღებული ვიდეორგოლი, მაგრამ ჩანს, რომ ტიხანოვსკაია დაწერილ ტექსტს კითხულობს. კანდიდატმა ბელარუს ხალხს მადლობა გადაუხადა არჩევნებში მონაწილეობისას მხარდაჭერისთვის.

„ბელარუსის ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა. მადლიერებით მივმართავ ყველა მოქალაქეს, რომლებმაც მთელი ამ დროის განმავლობაში მხარი დამიჭირეს“, – განაცხადა მან.

პროტესტის მეორე ღამე ბელარუსში მსხვერპლით დასრულდა

მან მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან კანონი და კეთილგონიერება გამოიჩინონ.

„არ მინდა სისხლი და ძალადობა. გთხოვთ, არ დაუპირისპირდეთ მილიციას, არ გახვიდეთ მოედანზე და თავი საფრთხეში არ ჩაიგდოთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ახლობლებს“, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა. გაერთიანებულ შტაბში განაცხადეს, რომ ის ლიეტუვაში ბელარუსის ხელისუფლებამ გაიყვანა. თავად ტიხანოვსკაიამ ამის შემდეგ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღნიშნა, რომ შვილებთან გაემგზავრა.