COVID-19 - ბოლო ცნობები

მორიგი სპეცრეისი: Georgia Airways–მა ქართველი სტუდენტები გერმანიაში ჩაიყვანა

თბილისიდან ბერლინში გაემგზავრნენ ის სტუდენტები, რომლებიც გერმანიაში სწავლობენ, ხოლო უკან დაბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ევროპიდან სამშობლოში დაბრუნება სურთ.
Sputnik

თბილისის, 11 აგვისტო – Sputnik. სპეცრეისს თბილისი–ბერლინი–თბილისი 11 აგვისტოს ასრულებს ქართული ეროვნული ავიაგადამზიდი Georgia Airways.

მორიგი სპეცრეისი ორგანიზებულია ქართველი სტუდენტების გერმანიაში გადაყვანისა და სამშობლოში საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების მიზნით, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა: თურქეთში გადასვლაზე თანხმობა 101 პირს მიეცა>>

ავიაკომპანია Georgia Airways–ის კუთვნილი Boeing B737-800 ბერლინის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 11:00 საათზე გაფრინდა. თბილისში ჩამოფრენა დღეს 19:30 საათზეა დაგეგმილი.

ქართველი სტუდენტები გერმანიაში სასწავლებლად დაბრუნებას შეძლებენ

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები მარტში სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობო შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

2 აგვისტოდან რეგულარული ფრენები განახლდა მიუნხენის მიმართულებით. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც ოთხთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოში რეგულარული ავიარეისები აღადგინა. 5 აგვისტოდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა თბილისსა და რიგას შორის, რომელსაც AirBaltic ასრულებს, ხოლო 8 აგვისტოდან კი თბილისსა და პარიზს შორის ავიამიმოსვლა განახლდა. 

საქართველო აგვისტოში საბერძნეთთან ავიამიმოსვლას აღადგენს

ვიზიტორებმა საქართველოში ჩამოფრენისთვის საზღვარზე უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის განმავლობაში თავიანთი მოგზაურობის ისტორია, ასევე სად აპირებენ კონკრეტულად საქართველოში გაჩერებას და უნდა დატოვონ საკონტაქტო მონაცემები.

საქართველო ამ ეტაპზე ქვეყანაში შემოსვლის უფლებას აძლევს კიდევ 13 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. ესენია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, სლოვაკეთი, ისლანდია და კვიპროსი. მათთვის აუცილებელია 14-დღიანი კარანტინის გავლა და თან – საკუთარი ხარჯით.

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, მათთვისაც ძალაშია 14-დღიანი კარანტინი, მაგრამ ხარჯებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაფარავს.