მსოფლიო დღეს

პროტესტის ტალღა ბელარუსში: როგორ ჩაიარა ღამემ არჩევნების შემდეგ

ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს დემონსტრანტების შესავიწროებლად, მათ შორის, ისმოდა ხმოვანი ყუმბარების ხმა. ზოგიერთ დემონსტრანტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტი ათვალიერებს ადგილს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არასანქცირებული ქუჩის აქციები გაიმართა, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“.

სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართა. ეგზიტპოლების მონაცემებით, ხმების 79,7%-ით ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. რამდენიმე ქალაქში არასანქცირებული საპროტესტო აქციები დაიწყო. მინსკში ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოიყენეს ხმოვანი ყუმბარები, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.

პროტესტის ტალღა ბელარუსში: როგორ ჩაიარა ღამემ არჩევნების შემდეგ

დემონსტრანტების დიდი ნაწილი ღამის საათებში დაიშალა. დაიწყო საავტომობილო მოძრაობის აღდგენა და ზოგიერთი დაბლოკილი ქუჩის გაწმენდა.

პროტესტის ტალღა ბელარუსში: როგორ ჩაიარა ღამემ არჩევნების შემდეგ

მართლწესრიგის დამცველებმა აქციის დროს სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, მომიტინგეები კი ცდილობდნენ მილიციას დაპირისპირებოდნენ – ხალხის ჯგუფებიდან მათი მისამართით ცარიელ ბოთლებს ისროდნენ.

პროტესტის ტალღა ბელარუსში: როგორ ჩაიარა ღამემ არჩევნების შემდეგ

ამჟამად მინსკის ცენტრში სიწყნარეა, თუმცა ქალაქის ცენტრის სხვადასხვა ნაწილში მილიციის ავტომობილები მოძრაობენ და ვითარებას აკონტროლებენ.