თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. თბილისში, ფონიჭალაში, ერთ წლამდე ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
უბედური შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.