მთვარის კალენდარი: 8 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

8 აგვისტო, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია.

მომატებულია იმპულსურობა, ამიტომ სჯობს, გადადოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

კარგი დღეა აქტიურობისთვის, ორიგინალობისა და სიმტკიცის გამოჩენისთვის, მაგრამ უნდა გახსოვდეთ ტაქტი, გამოიჩინოთ დიპლომატიურობა.

მატულობს ინტერესი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მიმართ. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და დასამახსოვრებელი იქნება, მაგრამ, დიდი ალბათობით – ხანმოკლე.

ამ დღეს არ ღირს ფულის სესხება ან ვალის აღება. ნეიტრალური დღეა მუშაობისთვის.

რეკომენდებულია სიტყვების სიფრთხილით შერჩევა, ასე ფრთხილი მოქმედება, რადგან ადვილად შეიძლება კონფლიქტური ვითარების პროვოცირება, დღის მშვიდად გატარება, მაგრამ მარტოობაში – არა, ყველა შემოსული ინფორმაციის დაკვირვებით შემოწმება, სერიოზული საქმეების გადადება, მიმდინარე საკითხების განხილვა, კოლეგებთან ურთიერთობებში ნეიტრალიტეტის დაცვა.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო

არარეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, შეხვედრების დანიშვნა, კონტრაქტებზე ხელმოწერა, ფულთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ფულით ტრაბახი, სიახლეების არაფრად ჩაგდება, ახალი სამსახურის დაწყება, დაუფიქრებლად მოქმედება, წინადადებების მიღება, უცნობებთან კონტაქტი და ახალი ნაცნობობა.

შეიძლება სამოგზაუროდ წასვლა, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო უცნობ ადამიანებთან, დოკუმენტებთან და ფულთან დაკავშირებით.

თმის შეჭრა, შეღებვა: არახელსაყრელი დღეა შეჭრისთვის, მოსალოდნელია თმის დაზიანება. შეღებვა კი შეიძლება. სჯობს, ამ დღეს თმის გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტაროთ, მათ შორის, თავის მასაჟი.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

მებაღეობა:ამ დღეს აჯობებს, თუ ნიადაგს მოამზადებთ დათესვისთვის,  შეიძლება მავნებლების განადგურება, მულჩირება, ნაყოფის აღება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ბოსტნეულისა და ხილის გამოშრობა. არასასურველია დათესვა და დარგვა.