როგორ ვუმკურნალოთ მზის დამწვრობას: რჩევები რუჯის მოყვარულებს

ზაფხული ზღვის და რუჯის მიღების სეზონია. ზოგჯერ ნამზეურის მიღების სურვილი იმდენად დიდია, რომ რუჯის მოყვარულები არ ეპუებიან თაკარა მზეს, ამ დროს კი ადამიანი ერთდროულად იღებს როგორც მზით დამწვრობას, ასევე ხდება მისი სხეულის გადახურება და სითბური დაკვრაც...
Sputnik

მზის გულზე ადამიანი ვერ ხვდება, რომ დაიწვა, ამას მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ აფიქსირებს. მზის დამწვრობა ტრავმის ის სახეობაა, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია, ან, დიდად მაინც არ დავზიანდებით, თუ ელემენტარულ წესებს დავიცავთ.

როგორ დავიცვათ თავი მზის დამწვრობისგან

მზეზე გასვლისას აუცილებლად გამოიყენეთ მზის სხივებისგან დამცავი კრემები და ლოსიონები. დამცავი კრემის შეძენისას დარწმუნდით, რომ ის შეეფერება თქვენი კანის ტიპს და ბლოკავს ულტრაიისფერ გამოსხივებას. მზისგან დამცავ კრემს უნდა ეწეროს UVA წრეში და UVA დაცვა სულ მცირე ოთხი ვარსკვლავით. მზისგან დამცავი ფაქტორი (Sun protection factor - SFP) მინიმუმ 15, ანუ SFP-15 – რომ დაგვიცვას გამოსხივებისგან. გაითვალისწინეთ, თუ მზისგან დამცავ კრემს წაისვამთ ძალიან თხლად და იშვიათად, ის ვერ დაგიცავთ სათანადოდ.

ზღვაზე შეგიძლიათ გახვიდეთ დილით 11 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ. 11 საათიდან 5-მდე პლაჟზე გაყვანას განსაკუთრებით უნდა მოარიდოთ ბავშვები. ამ პერიოდში ქოლგის ქვეშ ყოფნაც კი ძალიან საფრთხილოა.

ახლა ისევ მოდაშია გარუჯვა, ანუ რეკომენდაციები რუჯის მოყვარულთათვის

თუ მაინც გიწევთ თაკარა მზეზე გასვლა, დამწვრობის თავიდან ასარიდებლად ჩაიცვით შესაფერისი, თეთრი ფერის სამოსი. ამით მზის სხივების არეკვლა მოხდება. დაიფარეთ ისეთი ქუდი, რომელიც დაფარავს თავს, სახეს, კისერს და ყურებს. ჩაიცვით გრძელმკლავებიანი ზედა სამოსი, შარვალი ან გრძელი კაბა, რომელიც მჭიდრო ნაჭრისგან არის შეკერილი და არ ატარებს მზის სხივებს. ატარეთ მზის სათვალე, რომელიც მჭიდროდ გექნებათ მორგებული სახეზე.

რა სიმპტომები ახასიათებს მზის დამწვრობას

დამწვრობის შემდეგ შესაძლოა დაიწყოს ისეთი შეუქცევადი პროცესები, როგორიცაა კანის სიჭრელე, გაწითლება, ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნებები, კანკალი, მაღალი ტემპერატურა, რამდენიმე დღეში კანის შესიება, შესაძლოა განვითარდეს გამონაყარიც. სიმპტომთა სიმძიმე დამოკიდებულია კანის ტიპზე, მზეზე დაყოვნების ხანგრძლივობაზე და მზის დამცავი კრემის ხარისხზე.

მზით დამწვრობა ბავშვებში: პირველი დახმარება და პროფილაქტიკა

როგორ ვუმკურნალოთ მზისგან დამწვრობას

თუ ზემოხსენებული სიმპტომები გამოიხატა, აუცილებელია დაზარალებულისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ექიმთან კონსულტაციამდე კი აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

· პირველ რიგში დაზარალებულმა უნდა მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

· არ უნდა დალიოს ცივი წყალი, რადგან ის აძლიერებს და აღრმავებს ციებ-ცხელებას.

· დამწვარ ადგილზე უნდა დავადოთ გრილი და არა ცივი კომპრესი.

· უნდა მიიღოს ჩაი, სუფთა და მინერალური წყალი.

რუჯი ხარისხიანი და ჯანსაღი იქნება, თუ... პროფესორი აუცილებელ ხილ-ბოსტნეულს ასახელებს

· საშუალო სიმძიმის დამწვრობის დროს ადამიანმა რაც შეიძლება ბევრი წყალი უნდა დალიოს, რათა თავიდან აიცილოს გაუწყლოება.

· პაციენტმა უნდა მიიღოს გრილი აბაზანა საპნისა და სხვა დასაბანი საშუალებების გარეშე, ვინაიდან მათი გამოყენება კიდევ უფრო აძლიერებს კანის გაღიზიანებას.

· თუ უბნები ბუშტუკებით დაიფარა, სასურველია ის დოლბანდის საფენით გადაიხვეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის შეჭრა.

გაითვალისწინეთ:

სახლის პირობებში მკურნალობის რეცეპტების, ბებიების მეთოდების, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, კარაქით ან სოდით მკურნალობა, არ არის მართებული. ამას ხშირად უარეს შედეგამდე მივყავართ. დამწვრობის დროს ასევე არ გამოიყენოთ ლოსიონები, ბალზამები და ზეთები.

მეტად პოპულარული მეთოდია დამწვარ ადგილებზე მაწვნის წასმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამას არანაირი სამკურანლო თვისება არ გააჩნია.

როგორ მივიღოთ  სასურველი და უსაფრთხო რუჯი უმოკლეს დროში

„მაწონი, იოგურტი და სხვადასხვა საშუალება უბრალოდ სიმპტომებს ხსნის. სამწუხაროდ, მათ სამკურნალო თვისებები არ აქვს. მაგალითად, მაწონი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. წყლის აორთქლება სითბოს ართმევს ორგანიზმს და უბრალოდ გვსიამოვნებს. თუ ვართ ტყეში, ტრიალ მინდორზე და არაფერი ხელმისაწვდომი არ არის, შეგვიძლია მაწონიც წავისვათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯობს აფთიაქში შეძენილი პრეპარატები, რომელთაც არა მარტო სიმპტომური, არამედ სამკურნალო თვისებებიც გააჩნიათ“, – ამბობს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე.

სპეციალისტების რეკომენდაციით, გასათვალისწინებელია მხოლოდ ის მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობენ კანის გაგრილებას, რაც ამცირებს გაძლიერებულ სისხლის მიმოქცევას და ანთებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!