საქართველოში ნაკლებს აშენებენ – ახალი სტატისტიკური მონაცემები

წლის პირველ ნახევარში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი სამ რეგიონზე – თბილისზე, კახეთსა და იმერეთზე მოდის.
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 2020 წლის იანვარი–ივნისში ექსპლუატაციაში შევიდა 758,8 ათასი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 810 ობიექტი, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ პრეს-რელიზში.

2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ფართობი 44,6%-ით შემცირდა, ხოლო რაოდენობა – 34,5%-ით.

უფრო იაფად, ვიდრე გუშინ, ანუ შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე!>>

ამ შენობების ნახევარზე მეტი თბილისზე, კახეთსა და იმერეთზე მოდის.

რეგიონების ტოპ-ხუთეული, სადაც ობიექტები ექსპლუატაციაში გადაეცა 2020 წლის პირველ ნახევარში

რეგიონიობიექტების რაოდენობა

წილი ობიექტების საერთო რაოდენობაში, %

თბილისი23729,3
კახეთი11614,4
იმერეთი9812,1
ქვემო ქართლი769,4
სამეგრელო–ზემო სვანეთი739,1

საქართველოში 2020 წლის პირველ ნახევარში მუნიციპალურმა ორგანოებმა 2,5 მლნ კვადრატული მეტრის ფართობის ობიექტების მშენებლობაზე 4,2 ათასი ნებართვა გასცეს.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა 16,5%-ით, ხოლო სავარაუდო მშენებლობის ფართობი – 26,8%-ით.

როგორია COVID-19-ის გავლენა ეკონომიკაზე? ანუ რეალობა და პერსპექტივა>>

გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 78,3% ოთხ რეგიონზე – თბილისზე, ქვემო ქართლზე, აჭარასა და იმერეთზე მოდის.

რეგიონების ტოპ-ხუთეული 2020 წლის პირველ ნახევარში გაცემული ნებართვების მიხედვით

რეგიონინებართვების რაოდენობაწილი ნებართვების საერთო რაოდენობაში, %
თბილისი2 33456,0
ქვემო ქართლი4009,6
იმერეთი2676,4
აჭარა2636,3
მცხეთა–მთიანეთი2506,0

კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვა სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე გასცეს: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და ა.შ. ძირითადი ნაწილი მაინც საცხოვრებელ კომპელქსებზე მოდის.