დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები ზრდას განაგრძობს. ბოლო მონაცემებით, აფეთქებას 78 ადამიანი შეეწირა, ხოლო დაშავდა 4 ათასზე მეტი. ბეირუთის პორტი სრულად განადგურდა. რამდენიმე კილომეტრის რადიუსში სახლებს ჩაემსხვრა მინები. მაშველები ნანგრევებში გადარჩენილების ძებნას განაგრძობენ.
ლიბანის ძალოვანი სტრუქტურების წინასწარი დასკვნით, აფეთქება შედუღების სამუშაოების წარმოებისას მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური ტელეარხი LBC international ავრცელებს.