მსოფლიო დღეს

ბელარუსში პრეზიდენტის არჩევნებზე ვადამდელი კენჭისყრა დაიწყო

პრეზიდენტის არჩევნებზე ვადამდელი კენჭისყრა ხუთი დღე გაგრძელდება. კენჭისყრის ფინალური და ძირითადი დღეა 9 აგვისტო.
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ბელარუსში საარჩევნო უბნებმა ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებზე ვადამდელი კენჭისყრის ფარგლებში მუშაობა დაიწყეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ვადამდელი კენჭისყრა 4-დან 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოში მცხოვრები ბელარუსის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ>>

ამომრჩევლებს ვადამდე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ მიზეზის აუხსნელად, თუ რატომ ვერ გამოცხადდებიან საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ძირითად დღეს – 9 აგვისტოს.

ლუკაშენკო: არ მინდა ჯარის გამოყენება წესრიგის დასამყარებლად, მაგრამ ყველაფერი ხდება

ვადამდელ კენჭისყრას, რომელიც აუცილებლად საუბნო კომისიის შენობაში უნდა ჩატარდეს, ესწრება საუბნო კომისიის სულ მცირე ორი წევრი.

ამჟამინდელ არჩევნებში, ბელარუსის ცესკოს მონაცემებით, მონაწილეობის მიღება შეუძლია 6,8 მილიონზე მეტ ადამიანს, მათ შორის საზღვარგარეთ – 5 139 ადამიანს. სულ ფუნქციონირებს 5 767 საარჩევნო უბანი, აქედან 44 – საზღვარგარეთ.

არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ალექსანდრ ლუკაშენკო – მოქმედი პრეზიდენტი, კენჭს იყრის მეექვსედ, ასევე ანა კანოპაცკაია, ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩერეჩენი, სვეტლანა ტიხანოვსკაია.