ბოკერია და უგულავა მაჟორიტარი კანდიდატები: „ევროპულმა საქართველომ“ კანდიდატები დაასახელა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარული დეპუტატობის საკუთარი კანდიდატები 16 საარჩევნო ოლქში დაასახელა, აქედან 14 – საქართველოს რეგიონებში. 

განხეთქილება, განაჩენი და ორიგინალური სვლა: საპარლამენტო არჩევნები 2020 – კვირის შედეგები

კანდიდატები 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. კანდიდატების პრეზენტაციისას პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებელია საქართველოს შველა, რომელიც მდიდარი მთავრობის ხელში ღარიბი ქვეყანაა“.

„დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც გასვრილია ნეპოტიზმში, კორუფციასა და წილებში. დიახ, ეს მათი საქართველოა. მათი საქართველო იქაა, სადაც არის ოლიგარქების შუშის სახლები, ტენდერები და კორუფცია, მაგრამ ეს ქვეყანა სხვა საქართველოა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მან ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ პირველ 100 დღეს პარტია იხელმძღვანელებს დევიზით – კეთილდღეობა, დაცვა და დასავლური ინტეგრაცია.

ბოკერია და უგულავა – მთავარი დამრტყმელი ძალა

ზუგდიდში „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარად თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, ხოლო ფოთი–ხობი–სენაკის საარჩევნო ოლქში გიგა ბოკერია დაასახელა.

მმართველი პარტიიდან ბოკერიას ამჟამინდელი დეპუტატი ირაკლი ხახუბია დაუპირისპირდება, უგულავას კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, მთავრობის პრეს-მდივანი ირაკლი ჩიქოვანი. 

არც პარლამენტში, არც მთავრობაში – სად მიდის მერაბიშვილი

„პირველად ჩემი გრძელი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში მაჟორიტარად ვიყრი კენჭს ფოთში–ხობსა და სენაკში. არა მარტო იმიტომ, რომ ფოთში დედაჩემია დაბადებული, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ეს ნაწილი არის საქართველოში ყველაზე ევროპული ნაწილი. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს! ჩვენ ავაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც თავისუფლება იქნება დაცული, ჩვენ ავაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც მოქალაქეები თვითონ მოიპოვებენ თავის ბედნიერებას. თქვენთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ!“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ადრე „ევროპული საქართველო“ ოპოზიციიდან მაჟორიტარების საერთო კანდიდატების დასახელებას ემხრობოდა. თუმცა, მათი წინადადება არ გაიზიარა მეორე ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

„ჩვენ ორ ვარიანტს გთავაზობთ. პირველი: ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ „ნაცმოძრაობამ“ ყველა დიდ ქალაქში საკუთარი კანდიდატები დაასახელოს, ხოლო სხვა რაიონებში მხარი დაუჭიროს ოპოზიციის კანდიდატებს. მეორე ვარიანტია: ჩვენ მხარს დავუჭერთ „ნაცმოძრაობას“ ქალაქებში, იგი კი საკუთარ კანდიდატებს არ დაასახელებს იმ ოთხ საარჩევნო ოლქში, სადაც „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილი“, – აღნიშნა ადრე ბოკერიამ.

მაშინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ წინადადებას არ დათანხმდნენ.

„იქ, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგი პოზიციები აქვს, ჩვენ ჩვენს კანდიდატებს წამოვაყენებთ“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.

საარჩევნო ოლქების სია, სადაც „ევროპულმა საქართველომ“ საკუთარი კანდიდატები დაასახელა:

 საარჩევნო ოლქი რეგიონი"ევროპული საქართველო" "ქართული ოცნება"
თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხი
კახეთიზურაბ ჭიაბერაშვილიირაკლი ქადაგიშვილი
გურჯაანი–საგარეჯო–სიღნაღი–დედოფლისწყაროკახეთიგიორგი ღვინიაშვილიდავით სონღულაშვილი
რუსთავიქვემო ქართლიირმა ნადირაშვილინინო ლაცაბიძე
მარნეული–გარდაბანიქვემო ქართლიაჰმედ იმამყულიევიზაურ დარგალი
ახალციხე–ნინოწმინდასამცხე–ჯავახეთიარსენ კარაპეტიანისამველ მანუკიანი
 ქუთაისიიმერეთიოთარ კახიძეზაალ ლომინაძე

საჩხერე–ჭიათურა–ხარაგაული

იმერეთისერგო რატიანიპაატა კვიჟინაძე
ზესტაფონი–ბაღდათი–თერჯოლა–ტყიბულიიმერეთიგიგი წერეთელიბეჟან წაქაძე

სამტრედია–წყალტუბო–ვანი–ხონი

იმერეთიაკაკი ბობოხიძეგივი ჭიჭინაძე

ზუგდიდი

სამეგრელო–ზემო სვანეთიგიგი უგულავაირაკლი ჩიქოვანი
ფოთი–ხობი–სენაკისამეგრელო–ზემო სვანეთიგიგა ბოკერიაირაკლი ხახუბია
აბაშა–მარტვილი–წალენჯიხა–ჩხოროწყუსამეგრელო–ზემო სვანეთილელა ქებურიაალექსანდრე მოწერელია

ოზურგეთი–ლანჩხუთი–ჩოხატაური

გურიახათუნა გოგორიშვილივასილ ჩიგოგიძე

ხულო–შუახევი–ქედა და ხელვაჩაური

აჭარატარიელ ნაკაიძე ანზორ ბოლქვაძე

რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის რაიონში დეპუტატის მანდატისთვის ელენე ხოშტარია იბრძოლებს („ქართული ოცნებიდან“ – ნოდარ ტურძელაძე), მთაწმინდა–კრწანისის რაიონში კი შალვა შავგულიძე „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ოდიშარიას დაუპირისპირდება.