თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. აშშ–ს, კანადის, ახალი ზელანდიის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის ასობით მცხოვრებმა გაურკვეველი თესლით სავსე პაკეტები მიიღეს ფოსტით, რომლებიც ჩინათიდან იყო გაგზავნილი, იუწყება გამოცემა Business Insider-ი.
ამასთან ამანათებზე, რომლებშიც პაკეტები იყო მოთავსებული, ეწერა, რომ მათში სათამაშოები და ბიჟუტერია ელაგა. გარდა ამისა, მითთითებული იყო მიმღების ზუსტი მისამართი და სახელი.
გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი ბანდეროლები აშშ–ში 12 შტატში მიიღეს. მარტო ფლორიდაში ამანათი 600–ზე მეტ ადამიანს მიუვიდა.
შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივი გამოძიება დაიწყეს, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ ამანათებში არა სიცოცხლისთვის საშიში, არამედ სრულიად უსაფრთხო მცენარეების თესლი იყო: კომბოსტოს, მდოგვის, პიტნის, ლავანდის, ვარდებისა და სხვ.
როგორც აშშ–ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტეს, ამანათების დაგზავნა იყო არა მიზანმიმართული შეტევა ზიანის მიყენების მიზნით, არამედ ჩინური ინტერნეტ–მაღაზიების თაღლითური სვლა რეიტინგის ასამაღლებლად.
ჩინეთის საფოსტო სამსახურმა უკვე მიმართა თხოვნით აშშ-ს, უკან გადაუგზავნონ ამანათები იმისათვის, რომ მათი დამგზავნების ვინაობა დაადგინონ.