გამყრელიძე: კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან სამი შემოტანილია

კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან, ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო დაუდგენელია – მის შემთხვევაში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა ტარდება.
Sputnik

თბილისი, 2 აგვისტო  — Sputnik.  საქართველოში ბოლო 24–საათში დაფიქსირებული კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან სამი შემოტანილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან. 

ინფორმაცია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე – ცნობილია თუ არა ინფიცირების წყაროები

მისი თქმით, ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გარდაბნის რაიონის საკარანტინე ზონას უკავშირდება,  ერთი – უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, რაც შეეხება მეექვსე პაციენტს, მის შემთხვევაში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა ტარდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა 1177–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 955, გარდაიცვალა 17.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.