შერემეტევოს აეროპორტში ნავთობმზიდი თვითმფრინავს დაეჯახა

„აეროფლოტის“ ოფიციალური წარმომადგენლის მიხაილ დემინის განცხადებით, ნავთობმზიდმა თვითმფრინავის ცხვირი დააზიანა.
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო  — Sputnik.  მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში ნავთობმზიდი  ავიაკომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავს Airbus A321–ს დაეჯახა, იუწყება РИА Новости აეროპორტის პრეს–ამსახურზე დაყრედნობით. 

მიმოხილვა: რუსულ თვითმფრინავ–ამფიბიას კონკურენტი არ ჰყავს

ლაინერი, რომლის ბორტზეც არ იმყოფებოდნენ ეკიპაჟის წევრები და მგზავრები, მოშორებულ სადგომზე იმყოფებოდა. „აეროფლოტის“ ოფიციალური წარმომადგენლის მიხაილ დემინის განცხადებით, ნავთობმზიდმა თვითმფრინავის ცხვირი დააზიანა.

 „დაზიანებულია თვითმფირნავის წინა მხარე, ნავთობმზიდის კაბინა. დაზიანებების ხარისხი ფასდება. დაშავებულები და გარდაცვლილები არ არიან. ნავთობმზიდის მძღოლს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს“, – განაცხადა მან.

მოსკოვის რეგიონალური სატრანსპორტო პროკურატურა შემოწმებას ახორციელებს.