ტურისტულ სეზონზე მაშველებმა ზღვაზე 180–მდე მოქალაქე გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. ქართველმა მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სეზონის გახსნიდან დღემდე 176 მოქალაქე გადაარჩინეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, მაშველებმა სანაპირო ზოლის ტერიტორიაზე 32 დაკარგული ბავშვი იპოვეს.  

თბილისის ზღვაზე უსაფრთხოების ზომებს მიიღებენ

„შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს. მათ შორის 4–ბალიანი შტორმის დროს 21. გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს – ბავშვები სანაპიროზე უყურადღბოდ არ დატოვონ და არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე შტორმის დროს არ შევიდნენ წყალში.

გასულ წელს საქართველოში წყალში 51 ადამიანი დაიხრჩო. ამასთან ზაფხულის პერიოდში მაშველებმა დახრჩობას 316 ადამიანი გადაარჩინეს. მათგან 240 ადამიანი იხრჩობოდა ზღვაში, 49 - ტბაში, 24 - მდინარეში.