აღმოსავლეთი–დასავლეთის ტრასა: როგორ შენდება ახალი გზა რიკოთის უღელტეხილზე – ფოტო

Sputnik

იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში, როგორ მიმდინარეობს ახალი ავტოტრასისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე. მშენებლობა, რომელსაც მასშტაბებით ანალოგი არ გააჩნია მთელ სამხრეთ კავკასიაში, რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი.

რიკოთის უღელტეხილზე 51,6 კილომეტრის სიგრძის გზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს. გზის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.

გზა, რომელიც რიკოთის უღელტეხილს კვეთს, ევროპის საერთაშორისო სატრანზიტო E-60 გზის ნაწილია. ეს სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება საფრანგეთში და ყირგიზეთის ტერიტორიაზე მთავრდება.

საქართველოში E-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და სრულდება შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან ახლოს. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

1 / 12
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
2 / 12
რიკოთის უღელტეხილზე სულ 51,6 კილომეტრის სიგრძის გზის მშენებლკობა იგეგმება, რომელიც მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს
3 / 12
ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტრანდარტს დააკმაყოფილებს
4 / 12
გზის მშენებლობის დასრულება რიკოთზე 2022 წლისთვის იგეგმება
5 / 12
სამშენებლო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
6 / 12
აქვე შექმნილია ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭირო სამშენებლო მასალებნს აწარმოებს
7 / 12
სამშენებლო სამუშაოებში გამოიყენება ათობით სამშენებლო ტექნიკა
8 / 12
გზის მშენებლობისათვის ფინანსები მსოფლიო ბანკმა გამოყო
9 / 12
დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ეს ყველაზე დიდი მშენებლობაა. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ მასშტაბის მქონე პროექტი სამხრეთ კავკასიაში პირველად ხორციელდება
10 / 12
ახალი გზა შემოუვლის ხაშურს, სურამსა და ჩუმათელეთს. სპეციალისტების გამოთვლებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ მანძილი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე საგრძნობლად შემცირდება და გადაადგილებაც უფრო სწრაფად მოხერხდება
11 / 12
მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი
12 / 12
რიკოთის უღელტეხილზე გაყვანილია გვირაბი, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 143-ე კილომეტრზე მდებარეობს. ამ გზაზე უამრავი სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება