ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე მან დამნაშავის დასახელება მოასწრო. საქმეზე გამოძიება დაწყებულია.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ყაზახეთში საქართველოს 42 წლის მოქალაქე მოკლეს. ის თელაველი იყო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

უკრაინაში 27 წლის ქართველი მოკლეს

მამაკაცი საქართველოდან რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა და ყაზახეთში კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.

მკვლელობის მოტივი უცნობია. მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა მანამდე დამნაშავის ვინაობა დაასახელა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის ნაცნობმა მოკლა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.