ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

შექმნილია სრულიად უსაფრთხო პრეპარატი მოსავლის დასაცავად: იაფი და ეკოლოგიური

ამიერიდან მოსავლის საშიში ქიმიკატებით დამუშავება, თანაც, ერთ სეზონზე რამდენჯერმე, საჭირო აღარ იქნება. ახალი უნიკალური პრეპარატი მხოლოდ ერთხელ მიეწოდება ნიადაგს.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. სასოფლო-სამეურნეო ნარგავების პათოგენებისგან დასაცავად ციმბირის ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა აბსოლუტურად უვნებელი, უნიკალური საშუალება შექმნეს. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში International Journal of Biological Macromolecules.

შექმნილია „კანით ხედვის“ უნიკალური აპარატი უსინათლოებისთვის: პატენტი გაცემულია

ციმბირელი სწავლულების თქმით, ახალი პრეპარატი მარტივად ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ და არაეკოლოგიურ მეთოდს — მცენარეების პესტიციდებით დამუშავებას.

სპეციალისტების თქმით, ნათესების დაცვის ტრადიციული მეთოდები მარცვლეულის, ნიადაგისა და თავად მცენარეების ქიმიკატებით დამუშავებას ითვალისწინებს — ერთ სეზონზე რამდენჯერმე. ხოლო ციმბირელი მეცნიერების მიერ შექმნილი საშუალება ნიადაგს მხოლოდ ერთხელ მიეწოდება დათესვის წინ და მთელი ვეგეტატატიური პერიოდის განმავლობაში „იმუშავებს“.

„ჩვენი ბიოდაშლადი პოლიმერი აბსოლუტურად უსაფრთხოა ნიადაგისთვის. დაშლისათვის აუცილებელი მასისა და დროის უზრუნველსაყოფად ჩვენ ეკოლოგიური, იაფი და ქიმიურად ნეიტრალური დანამატები გამოვიყენეთ: თიხა, ტორფი და არყის ხის ნახერხი. ეს დანამატები საშუალებას იძლევა, რომ პრეპარატი აბებისა თუ გრანულების სახით გამოვუშვათ, რომლებიც ნიადაგში თესვა–რგვის წინ მოთავსდება“, — განმარტა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ტატიანა ვალოვამ.

მეცნიერების თქმით, ახალმა პრეპარატმა უკვე გაიარა გამოცდა–შემოწმება უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაზე. პრეპარატმა დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტურია როგორც მთელი რიგი სარეველების წინააღმდეგ, ისე მარცვლეულის ძალიან საშიში დაავადება ფუზარიოზის მიმართ.