მსოფლიო დღეს

პოლიცია მაიმუნებთან ბრძოლაში დამარცხდა: მაკაკებმა ქალაქი დაიპყრეს - ვიდეო

წესით უწყინარი მაკაკები საკვების მოსაპოვებლად მაღაზიებსაც ესხმიან თავს, ადამიანებსაც და პროდუქტით დატვირთულ ავტომობილებსაც
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. პოლიციელებს უკვე იმედი გადაეწურათ, რომ ტაილანდის ქალაქ ლოპბურს შესეულ მაიმუნებს დაამარცხებენ, წერს გამოცემა New York Times–ი.

​​გავრცელებული ინფორმაციით, ლოპბურის ქუჩებში ყოველთვის ბევრი მაკაკა იყო, თუმცა ბოლო დროს მათი რაოდენობა შესამჩნევად გაიზარდა. ირკვევა, რომ ვითარება მას შემდეგ დამძიმდა, რაც ქალაქში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ტურისტები გაქრნენ. სწორედ ისინი უმასპინძლდებოდნენ მაკაკებს სხვადასხვა ნუგბარით.

​გამოცემა აღწერს, როგორ დაესხნენ მაკაკები პროდუქტებით დატვირთულ ავტომობილს, რასაც პოლიციელი შორიდან უმწეოდ ადევნებდა თვალს. სამართალდამცველმა განმარტა, რომ ცხოველებთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან მათი რაოდენობა თვალისდახამხამებაში მხოლოდ გაიზრდებოდა.