რომელი უცხოური ენაა ყველაზე პოპულარული საქართველოში – ამერიკული კვლევის შედეგები

NDI-ს კვლევის თანახმად, საქართველოს ყოველმა მეხუთე მცხოვრებმა რუსული ენა მაღალ დონეზე იცის, საშუალო დონეზე – თითქმის ყოველმა მეორემ.
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოს ქართულენოვანი მოსახლეობის უმრავლესობამ რუსული ენა კარგად ან საშუალო დონეზე იცის. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მკვლევარები გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.

ოქროს ფასად: რატომ ანიჭებენ უპირატესობას რუსულენოვან ძიძებს საქართველოში>>

კვლევამ აჩვენა, რომ რუსული ენა სხვადასხვა დონეზე გამოკითხულთა 90%-მა იცის.

რუსული ენის ცოდნის დონეგამოკითხულთა წილი
მაღალი24%
საშუალო45%
საწყისი დონე23%
არ იცის8%
რაც შეეხება ინგლისურ ენას, რომელსაც საქართველოში ახლა პირველი კლასიდან სწავლობენ, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (52%) ის საერთოდ არ იცის. მაღალ დონეზე იცის 8%-მა, საშუალო დონეზე 19%-მა და კიდევ 19%-მა – საწყის დონეზე.

რაც შეეხება არაქართულენოვან მოსახლეობას, ინტერვიუს დროს აღმოჩნდა, რომ საშუალო დონეზე ქართული ენა იცის მხოლოდ 14%-მა, 50%-მა იცის საბაზისო სიტყვები და ფრაზები, ხოლო 37%-მა – საერთოდ არ იცის სახელმწიფო ენა.

ტელეფონით 1 550 ადამიანის გამოკითხვა ჩატარდა 26–30 ივნისის პერიოდში. ცდომილება +/-2%-ს შეადგენს.