„საიდან ასეთ პატარა გოგოს ამდენი ფული?“ – სოციალურ ქსელში ახალი დეტალები ვრცელდება

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, საიდან ჰქონდა გოგონას ამდენი თანხა ანაბარზე.
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს საფრანგეთში ორი კომპანია სთავაზობდა მაღალანაზღაურებად სამსახურს მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, გაურკვეველია, რატომ არსებობს საზოგადოებაში კითხვები გოგონას ანაბართან დაკავშირებით, როდესაც ბაჩალიაშვილის პროფესია მაღალანაზღაურებადი იყო და საქმე, რომელსაც აკეთებდა, დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.

მედია: რამხელა თანხა აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე

„ქრონიკის“ ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს ანაბარზე 75 000 ლარი ჰქონდა.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი პროგ­რა­მის­ტი იყო და ის რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და. მათ შო­რის, რაც მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლია, ესე­ნია კომ­პა­ნია ZAG და ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნია SpryFlash.

23 წლის თბილისელი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე, საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. ცხედარი მწყემსმა იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე: რა წერია დამოუკიდებელი ექსპერტების წინასწარ დასკვნაში

სამართალდამცველებმა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში სხვა ნივთებთან ერთად იპოვეს ჩანაწერი – „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, რომლის ავთენტურობა გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს.

საქმეში ჯერჯერობით ბევრი ბუნდოვანებაა. გარდაცვლილის ბიძის კობა თამაზაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა რომ თავიდანვე იმ ადგილზე ყოფილიყო, სადაც ის აღმოაჩინეს, ოჯახი მას გაუჩინარებიდან მეორე დღესვე იპოვიდა.

„თავიდანვე გაჩნდა ეჭვები, რომ მანქანა შეიძლება თავიდან იქ არ ყოფილიყო. იმ ადგილებში შეგვეძლო თუნდაც კვირა დღეს, ანუ გაუჩინარებიდან მეორე დღეს დაგვეფიქსირებინა. ანაბარის მიმართაც ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. თუ ანაბარს მიუთითებდა, მაშინ დატოვებდა ბარათს და პინ-კოდსაც“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

თავდაპირველად გოგონას გაუჩინარებაზე საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა ახლა კიდევ ერთი მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა დაემატა.

შესაძლო თვითმკვლელობაზე მეტყველებს სხეულის წინასწარი დათვალიერებაც, რომელმაც ტრავმები და ჭრილობები არ გამოავლინა. ასევე ეჭვს იწვევს ის, რომ ავტომობილში ცხედრის ნივთებში ნაპოვნ წამლებს 20 აბი აკლია.

რას საქმიანობს კომპანია, რომელშიც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

გამოძიების ვერსიით, თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან საკუთარი ავტომობილით 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ვიდეოკამერებმა მისი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს, სადაც ჩანს, რომ მანქანას თამარი თავად მართავდა. შემდეგ მისი კვალი იკარგება.

შსს-ს ხუთი დღე დასჭირდა მისი ცხედრის აღმოსაჩენად. ის იპოვეს 15 კილომეტრში იმ ადგილიდან, სადაც ბოლოს კამერამ დააფიქსირა. ექსპერტიზის წინასწარი ვერსიით, თამარი აღმოჩენამდე 3–5 დღით ადრე გარდაიცვალა.

გოგონას ცხედარი არასრულწლოვანმა მწყემსმა აღმოაჩინა. ავტომობილი ტრასიდან არ ჩანდა, რადგან ხეები ეფარებოდა.

გოგონას ოჯახსა და ახლობლებს არ სჯერათ, რომ თამარს თავის მოკვლა შეეძლო. მათი აზრით, ის შეიძლება შეიტყუეს რაიონში, სადაც არასდროს ყოფილა და შემდეგ მოკლეს. მეორე ვერსიით, იგი აიძულეს თავი მოეკლა – სამუშაოს გამო.

რა სახის მედიკამენტი იპოვეს გარდაცვლილი თამარ  ბაჩალიაშვილის მანქანაში

ყველაზე დიდი ეჭვები ოჯახს მის სამსახურთან დაკავშირებით აქვს. ბაჩალიაშვილი პროგრამისტად მუშაობდა ორ კომპანიაში, მაგრამ სამსახურზე ახლობლებთან არასდროს ლაპარაკობდა. გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე დედამ შენიშნა, რომ თამარი ნერვიულობდა და გადაწყვიტა, რომ ეს მის სამუშაოს უკავშირდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონამ შეიტყო ისეთი რამ, რაც არ უნდა გაეგო. სწორედ ამას უკავშირებს ოჯახი გოგონას ვიზიტს ფსიქოლოგთან და გამომძიებლის განცხადებას მისი კომპიუტერის ნახვის შემდეგ, თითქოს მას ცუდად ჰქონდა საქმეები.

პროკურატურამ გოგონას მამა დაზარალებულ მხარედ ცნო და ახლა ოჯახის ადვოკატს საქმის მასალებს აცნობს.

თამარ ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.