თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ალექსანდრე მოწერელია 1 აგვისტოდან სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის გუბერტნატორის უფლებოსილებას იხსნის და წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება – იგი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატად წარადგინეს.
როგორც ჯერ კიდევ მოქმედმა გუბერნატორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მან გუშინ დაწერა.
ალექსანდრე მოწერელია სპეციალობით ინჟინერ–ფიზიკოსია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სხვადასხვა სახელწიფო დაწესებულებებში. გუბერნატორის პოსტი 2018 წლის აგვისტოდან უკავია.
სამშაბათს მოწერელიამ საზოგადოებას რეგიონში ორი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ალექსანდრე მოწერელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარ კანდიდატად მარტვილი–აბაშა–ჩხოროწყუ–წალენჯიხის საარჩევნო ოლქში დაასახელა.
რეგიონის გუნერბატორის მოვალეობას, ახალი გუბერნატოსი დანიშვნამდე, მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია შეასრულებს.