ქართველი ჩოგბურთელი კორტზე დაბრუნდა

გერმანიაში გამართულ ტურნირზე ბასილაშვილი გერმანიის წარმომადგენელ მიშა ზვერევს შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა.
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგში 27-ე ნომერი) ბოლო თვეების მანძილზე პირველი მატჩი ჩაატარა. 

ქართველმა ჩოგბურთელმა ფინანსური დახმარების თხოვნით პეტიცია შეადგინა

გერმანიაში გამართულ ტურნირზე ბასილაშვილი გერმანიის წარმომადგენელ მიშა ზვერევს (АТР-ს რეიტინგში 258-ე ადგილი) შეხვდა და ორ სეტში 5:7, 1:6 დამარცხდა.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა ტურნირი გადაიდო, ეს შეხვედრა ქართველი ჩოგბურთელისთვის პირველი გახდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოჩნდება ბასილაშვილი კვლავ მოედანზე. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საჩოგბურთო სეზონის განახლება და АТР-ს სერიის ტურნირების ჩატარების კონკრეტული თარიღები.