ცაგარელი: ამ კვირიდან ადამიანები ზეემოციურები გახდებიან და საკუთარ თავს ვერ ფლობენ
© Sputnik
„დღეიდან დედამიწა შევიდა უარყოფით ენერგოველში, ხედავთ უკვე რა ხდება, მომატებული ჩხუბები, მკვლელობები, წინ გვაქვს აგვისტო და მშობლებს ვთხოვ და მოვუწოდებ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ შვილებისადმი. ეს გაგრძელდება 7 სექტემბრამდე. თავი შორს დაიჭირეთ ალკოჰოლური სასმელებისგან, ნარკოტიკული ნაერთებისგან და მაქსიმალურად ფრთხილად იყავით საჭესთან“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასტროლოგის თქმით, ამ კვირიდან ადამიანებში მატულობს აგრესია და განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ კონფლიქტებს, ჩხუბს, საქმეების გარჩევებს და ა.შ.