თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 არ ჰგავს გრიპს და არა აქვს სეზონური ხასიათი, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა.
„ადამიანები ჯერ კიდევ უკავშირებენ COVID-19–ის გავრცელებას წელიწადის დროებს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა ვირუსია ეს... ის სხვანაირად ამჟღავნებს თავს“, – განაცხადა ჰარისმა, იუწყება Independent.
მისი თქმით, კორონავირუსის ეპიდემიის შემთხვევაში არ ღირს ლაპარაკი ინფექციის პირველ და მეორე ტალღაზე.
„ეს იქნება ერთი დიდი ტალღა. ის ხან ცოტა გაძლიერდება და ხან შესუსტდება“, – განმარტა ჰარისმა.
მისი თქმით, ეს „ტალღა მიწასთან უნდა გასწორდეს“, არ შეიძლება ყურადღების მოდუნება და მნიშვნელოვანია იმ ზომების დაცვა, რომლებსაც გავრცელების შეზღუდვა შეუძლია, ღნიშნა ჯანმოს წარმომადგენელმა.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში 16 მილიონს აჭარბებს>>
ჯანმომ ახალი კორონავირუსის პანდემიის შესახებ ამა წლის მარტში გამოაცხადა. ამჟამად მსოფლიოში ინფიცირებულია 16,3 მლნ ადამიანი, გარდაიცვალა 650 ათასზე მეტი.