თუშეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

დეპარტამენტის ცნობით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა მოსალოდნელი ღვარცოფის გამო აიკრძალა
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა, შტორმი – ამინდი უახლოეს დღეებში საქართველოში

დეპარტამენტის ცნობით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 10-41-ე კილომეტრზე ადიდდა ხევები და მოსალოდნელია ღვარცოფი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აიკრძალა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის სიგრძე 72 კილომეტრია. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავს ომალოსთან აკავშირებს. ულამაზესი გზა ერთ–ერთ ყველაზე საშიშად მიიჩნევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ის გახსნილია მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენი ექვსი თვე გზა ჩაკეტილია.