ფარავნის ტბასთან ავარიაში ერთი ადამიანი დაიღუპა

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

სიღნაღში ავტოავარიას სამი წლის ბავშვი ემსხვერპლა

პირველი არხის ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, მძღოლი კი ადგილზე დაიღუპა.

შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით - „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს საქართველოში 5,8 ათასი ავარია მოხდა, რომელსაც სამართლებრივად დასჯადი მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიებმა 481 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 18 ბავშვია, ხოლო დაშავდა 7,9 ათასი ადამიანი, აქედან 318 ბავშვია.