ყვითელი ამბები

„და რა მოგწონს ამ საზიზღრობაში?“- ლიკა ევგენიძემ ეროტიკული ხასიათის სურათი გამოაქვეყნა

ლიკა ევგენიძე კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. ტელეწამყვანი და მოდელი ეროტიკულ კადრს აქვეყნებს, რამაც „ფოლოვერების“ აგრესია გამოიწვია. ნახეთ, რა სკანდალური ფოტო გააზიარა მან
Sputnik

და­ვით ევ­გე­ნი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, ლიკა ევ­გე­ნი­ძე მუდ­მი­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენტრშია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, თბი­ლის­ში ლი­კას და ნიკა ალა­სა­ნი­ას ოჯა­ხის დან­გრე­ვის შესა­ხებ ალა­პა­რაკ­დნენ. სკანდალური ტელეწამყვანი გამოქვეყნებული პოსტის გამო გააკრიტიკეს. მან ინტიმური ხასიათის სურათი გააზიარა. ლიკამ პიერ პაოლო პაზოლინის 1974 წელს გადაღებული ფილმი „არაბული ღამის“ ფრაგმენტი ამოჭრა. აღნიშნულმა პოსტმა მისი თაყვანისმცემლები გააღიზიანა. ბევრმა მათგანმა კომენტარებში უცენზურო სიტყვები გამოიყენა.

ნიკა კოჩაროვი მეუღლეს დაშორებულია, ხოლო ლიკა ევგენიძე პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძაშვილის, ნიკა ალასანიას ცოლი გახლდათ, თუმცა გარკვეული პერიოდის წინ საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად. თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია ისე განვითარდა, რომ საგულდაგულოდ დამალული მეორე ნახევარი მალევე გაიცნო მთელმა საზოგადოებამ. ნიკა კოჩაროვი ბევრისათვის საყვარელ მომღერლად იქცა. ის კონკურს „ევროვიზიაზე“ წარდგენის შემდეგ მეტად პოპულარული გახდა.

აღნიშნული პოსტის კომენტარებში ლიკას რეაქცია არ ფიქსირდება. როგორც ჩანს, ტელესახეს უწმაწური კომენტარები არ აინტერესებს. ის ამ კადრს ხელოვნების ნიმუშად თვლის და დუმილს ამჯობინებს. აი, როგორ ეხმაურებიან „არაბული ღამის“ ერთ-ერთ პიკანტურ კადრს მომხმარებლები: „და რა მოგწონს ამ საზიზღრობაში?“; „თუ ააცილა და შუბლში მოხვდა?“

ყვითელი ამბებისაზოგადოებასაქართველო