COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 37 ათასს აღწევს

სომხეთის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ეპიდემიის საწინააღმდეგო ნორმები, რათა საშიში დაავადების გავრცელება აღიკვეთოს
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 36 996–მდე გაიზარდა, იუწყება Sputnik–სომხეთი დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ბოლო დღე–ღამეში 383 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სომხეთს საქართველოს გავლით თავისი მოქალაქეების ავტომობილებით დაბრუნებაზე მოლაპარაკება სურს

სომხეთში კორონავირუსის გართულებებისგან სულ 700 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 8 – გასულ დღე–ღამეში, კორონავირუსის მქონე იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზებით გარდაიცვალნენ, არის 220, აქედან გასულ დღე–ღამეში – 2.

გამოჯანმრთელდა 26 243 ადამიანი, ამჟამად მკურნალობის კურსს გადის 9 833 პაციენტი.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მარტში დაწესდა, 12 აგვისტომდე გახანგრძლივდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში აკრძალულია შეკრებები და მიტინგები, სავალდებულოა პირბადის გაკეთება.